ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტი 2024 წლის 29-30 ნოემბერს გამართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „შუა საუკუნეების ქართული კულტურული მემკვიდრეობა საზღვარგარეთ“, რომელიც ეძღვნება პროფესორ გიორგი ოთხმეზურის 70 წლის იუბილეს.
კონფერენცია გაიხსნება 29 ნოემბერს, 11.00 საათზე, თსუ I კორპუსის 107-ე აუდიტორიაში.
დამატებითი ინფორმაცია იხ. კონფერენციის პროგრამასა და თეზისებში.